02/09/2024
10:25
სამართალი
დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს, 2 სექტემბერს გაიმართება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული.
პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ სავარაუდოდ, დისტანციურად დაესწრება ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024