26/11/2024
11:14
მსოფლიო
საბერძნეთში, კრეტაზე, ქორწილამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიციამ სიძე ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, 36 წლის მამაკაცს 170 გრამი კოკაინი აღმოუჩინეს.
გამოცემის ცნობით, პოლიციამ მამაკაცი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავა. ნარკოტიკებთან ერთად, მამაკაცს საბრძოლო ვაზნებიც აღმოუჩინეს.
ეკლესიასთან სიძის გამოჩენას დაახლოებით 900 სტუმარი ელოდებოდა, ხოლო მედიის ცნობით, ქორწილს ჯამში 2.000 სტუმარი უნდა დასწრებოდა. სიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია სტუმრებისთვის არავის მიუწოდებია, რის გამოც, სტუმრები და 14 მეჯვარე ამაოდ ელოდებოდა მის გამოჩენას.
დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყველასთვის საყვარელი და განსაკუთრებულად სოციალური ადამიანია, ხოლო აღმოჩენილი ნარკოტიკი მხოლოდ საკუთარი გამოყენებისთვის ჰქონდა და არა გასაღებისთვის.
0
0