საბერძნეთის საკონსულოებმა რუსეთის მოქალაქეების სავიზო განაცხადების მიღება შეწყვიტეს
25/06/2022
20:06
მსოფლიო
A-
+A
მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და ნოვოროსიისკში საბერძნეთის საკონსულოებმა რუსეთის მოქალაქეების სავიზო განაცხადების მიღება შეწყვიტეს. ამის მიზეზად ტექნიკურ პრობლემებს ასახელებენ, თუმცა ვიზების გაცემის პროცესის აღდგენის ვადებს არ ასახელებენ.
როგორც მედია წერს, საკონსულოებში განმარტავენ, რომ სავიზო ცენტრები ღიაა კონსულტაციებისთვის და 24 ივნისამდე მიღებული განაცხადების საფუძველზე პასპორტების გაცემა გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო უწყებაში მანამდე განაცხადეს, რომ საბერძნეთი აღარ არის დასასვენებლად უსაფრთხო რუსეთის მოქალაქეებისთვის, რადგან მათ უწყებაში მიიღეს ინფორმაცია საბერძნეთში რუსეთის მოქალაქეების დისკრიმინაციისა და მათ წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შესახებ.
0
0
349
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%