26/06/2022
15:31
მსოფლიო
საბერძნეთის საკონსულოები რუსეთში ორშაბათიდან, 27 ივნისიდან, ჩვეული წესით გააგრძელებენ რუსების განაცხადების განხილვას ვიზის მისაღებად. ასეთი შეტყობინება გამოქვეყნდა კომპანია GVCW-ის ვებგვერდზე, რომელიც მომსახურებას უწევს რუსეთის ფედერაციაში საბერძნეთის საკონსულო ორგანოებს.
GVCW-ის მიერ ადრე გამოქვეყნებული ცნობა მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და ნოვოროსიისკში საბერძნეთის საკონსულოების მუშაობის შეჩერების შესახებ კომპანიის ვებ-გვერდიდან ამოღებულია.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საბერძნეთის სავიზო ცენტრები რუსეთში ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას, ასევე გამოქვეყნდა რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის (ATOR) ვებგვერდზე.
24 ივნისს, ATOR-მა განაცხადა, რომ საბერძნეთის სავიზო აპლიკაციის ცენტრმა თავის პარტნიორებს 27 ივნისიდან ვიზებისთვის დოკუმენტების მიღების შეჩერების შესახებ აცნობა.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეოთხე ევროპული დეპარტამენტის დირექტორმა იური ფილიპსონმა განაცხადა, რომ საბერძნეთი აღარ არის უსაფრთხო რუსეთის მოქალაქეების დასვენებისთვის. “სამინისტრო აგრძელებს დისკრიმინაციის და პირდაპირი აგრესიის ფაქტების მიღებას რუსებისა და რუსულენოვანი მოქალაქეების წინააღმდეგ”, – თქვა მან.
0
0