22/12/2021
11:44
საზოგადოება
როგორც კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თქვა, ბავშვებისთვის და უფროსებისთვის მოეწყობა სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები. საახალწლო სოფელი 14 იანვარს მუსკალური მუსიკალური შოუ პროგრამით დაიხურება.
"საახალწლო სოფლის გახსნის ცერემონია 24 დეკემბერს დედაენის ბაღში გაიმართება. ერთად შევეგებოთ თოვლის ბაბუას და სანტა კლაუსს, მათ გარეშე, რა თქმა უნდა ეს დღესასწაული ვერ შედგება.
მას შემდეგ, რაც 24 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნება საახალწლო სოფელი, რომელიც ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული, 3 კვირის განმავლობაში აღნიშნულ ტერიტორიებზე ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის ყოველდღიურად სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება.
საახალწლო სოფელში განთავსდება მრავალფეროვანი დეკორაციები და ინსტალაციები, სინთეტიკური ყინულის მოედანი, ღია კინოთეატრი და სხვა. დღის საათებში საახალწლო სოფელში ბავშვებისთვის მოეწყობა გიგანტური სანტას მსვლელობა და საბავშვო გასართობი შოუ-კონცერტები.
საღამოს კი უფროსებისთვის საესტრადო შემსრულებლების, მუსიკალური ბენდებისა და ელექტრონული მუსიკის წარმომადგენლები გამართავენ ღონისძიებებს. საახალწლო სოფელი 14 იანვარს დიდი მუსიკალური შოუ პროგრამით დაიხურება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
0
0