26/10/2024
14:13
არჩევნები 2024
საერთაშორისო დამკვირვებლები და მათ შორის ევროპარლამენტარები საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებიან.
დამკვირვებლების თქმით, ახალი ელექტრონული საარჩევნო სისტემა საკმაოდ გამართულად მუშაობს და მათი შეფასება ამ დროისთვის დადებითია.
როგორც ერთ-ერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა კონსტანტინ პაპასტერგიუმ რადიო “სივრცეს” განუცხადა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მაღალი სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს:
“ამ დრომდე, სამ საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდით. ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ადრე მივედი, რადგან იქ ხმის მიცემის პროცედურა უკვე დაწყებული იყო. ამ დრომდე, საარჩევნო გარემო მშვიდია და ყველაფერი კარგად ორგანიზებულია. ამომრჩევლები შესაბამისად არიან ინფორმირებულნი, ხანდაზმულმა მოქალაქეებმაც კარგად იციან წესები, თუ როგორ უნდა დააფიქსირონ თავიანთი არჩევანი. დადებითად ვაფასებ საარჩევნო გარემოს მომზადების დონეს, პროცედურები მაღალი სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს.” - განაცხადა პაპასტერგიუმ.
0
0