სააპელაციო სასამართლოში სარჩელების განხილვა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და კვლავ მიმდინარეობს - ქურდოვანიძე
07/11/2024
10:36
პოლიტიკა
A-
+A
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოში, საპარლამენტო არჩევნებისას ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და პროცესი კვლავ გრძელდება.
როგორც ქურდოვანიძე განმარტავს, საიამ საქმის გადადების, დაყოფის, მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობები რამდენჯერმე დააყენა, თუმცა არ დაკმაყოფილდა.
"რამდენიმე ტექნიკური შესვენება იყო. ახლა პროცესი განმარტებების ეტაპზეა", - აღნიშნავს ქურდოვანიძე.
ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოში ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა გუშინ დაიწყო. სააპელაციო სასამართლომ საიას 12 და კოალიცია "ჩემი ხმის" საქმეები გააერთიანა.
0
0
76
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%