05/01/2022
15:08
პოლიტიკა
მისი თქმით, „გირჩი" წინააღმდეგი არ არის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას მხარი დაუჭიროს, ამასთან, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მომავალში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ან კანონპროექტთან დაკავშირებით ისინი "გირჩის" იდეებს განიხილავენ.
„სრულიად გულწრფელად მინდა გითხრათ, ძალიან საინტერესო საუბარი მქონდა და ვისურვებდი ოპოზიციაში ასეთი კოორდინირებული საუბარი იყოს ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე. ვისურვებდი, რომ ეს პოლიტიკური პროცესი, რომელმაც მართლაც შედეგამდე უნდა მიგვიყვანოს, იყოს უფრო აქტიური საუბრის თემა. "გირჩის" პოზიციაა, რომ დაუჭერენ მხარს საგამოძიებო კომისიას და ასევე შევთანხმდით, რომ თუ მათაც ექნებათ საინტერესო იდეები საგამოძიებო კომისიაზე ან ზოგადად კანონპროექტზე, ეს უნდა იყოს განხილვის თემა და ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ნებისმიერი თანამშრომლობა და მხარდაჭერა ოპოზიციას შორის უნდა იყოს კონკრეტული წინადადებების გარშემო.
ლევან იოსელიანთან ვერ შევთანხმდით, მაგრამ შევთანხმდით იმაზე, რომ გავაგრძელებთ საუბარს და ვფიქრობ, რომ გადავიარეთ ეს თავდასხმა და მნიშვნელოვანია, სხვანაირ რეჟიმში დავბრუნდეთ. საუბრის შედეგად, კონკრეტული შედეგი ლევანთან არ არის, მაგრამ ვაპირებ მასთან გავაგრძელო კომუნიკაცია, რომელიც იქნება ცივილიზებული და თანამშრომლობაზე ორიენტირებული. "გირჩი" წინააღმდეგი არ არის მხარი დაუჭიროს ამ კომისიას. მე არ მაინტერესებს "ქართული ოცნების" პოზიცია, ერთადერთი ჩემი ინტერესის საგანს წარმოადგენს, რომ შევთანხმდე ოპოზიციასთან . "გირჩთან" მოლაპარაკებებით კმაყოფილი ვარ, ლევანთან ვერ შევთანხმდით, მაგრამ გავაგრძელებთ საუბარს,"- განაცხადა დეკანოიძემ.
ცნობისათვის, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე იაგო ხვიჩიას და ლევან იოსელიანს მიხეილ სააკაშვილის მიმართ „არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით“ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით შეხვდა.
0
0
პოპულარული ბლოგერი ლეიკემიით გარდაიცვალა
14/11/2024