01/12/2022
00:21
სამართალი
იუსტიციის სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესთავაზა მსჯავრდებულ სააკაშვილს, რომ ნებისმიერი კლინიკიდან, ნებისმიერი ექიმი ჩამოიყვანონ და ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ამ ექიმს, რომ ჩაერთოს მისი მკურნალობის პროცესში, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე, არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში და რამე სახის კანონი გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ხელისუფლების მიერ ვერ იქნება გაკეთებული.
„რაც შეეხება საზღვარგარეთ გადაყვანას, სამკურნალოდ იქნება ეს თუ, რამე სხვა მიზნით, ბუნებაში არ არსებობს მსგავსი საკანონმდებლო ნორმა, რომ მსჯავრდებული პატიმარი გადაყვანილი იყოს სამკურნალო თუ სხვა მიზნებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
არსებობს ერთი წესი, რომ მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე, არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში და რამე სახის კანონი გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ბუნებრივია, ჩვენს მიერ ვერ იქნება გაკეთებული.
აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ როდესაც ცენტრი „ემპათია“ ატარებს დამოუკიდებელ ექსპერტიზას, სახელმწიფომ ყველანაირად შეუწყო მათ ხელი, რომ მათ შორის უცხოელი ექსპერტები, რომლებმაც დააკმაყოფილეს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა, შესულიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ ამ ექსპერტიზის მუშაობაში.
ამავე პათოსის გაგრძელებაა და ჰუმანური გადაწყვეტილების, რომ თუკი ვინმე შესაძლოა უკმაყოფილო იყოს საქართველოში მკურნალობით და ეს რა თქმა უნდა გემოვნებისა და შესაძლებლობის საკითხია, სად იმკურნალებს ადამიანი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პატიმრისთვის ეს შეუძლებელია იუსტიციის სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესთავაზა მსჯავრდებულ სააკაშვილს, რომ ნებისმიერი კლინიკიდან, ნებისმიერი ექიმი ჩამოიყვანონ და ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ამ ექიმს, რომ ჩაერთოს მისი მკურნალობის პროცესში.
მაშინ უკვე სხვაგვარადაც შეიძლება დაისვას კითხვა, თუკი იმ შენობაში, სადაც ის გადის მკურნალობას, თუკი შეუძლია შემოვიდეს ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი კლინიკიდან და სახელმწიფო ამაში ხელს შეუწყობს, მაშინ რაღა რჩება პრობლემა? გამოდის რომ აქ საუბარია მხოლოდ თავისუფლებაზე და არა მკურნალობაზე“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
0
0