07/10/2021
10:27
პოლიტიკა
“რაც შეეხება იმას, თუ რომელი პარტიისთვის, ეს კითხვა ალბათ უფრო ამ დისკუსიის მონაწილე კორნელი კაკაჩიასა და ნინო დოლიძის მისამართითაა, რომლებიც სიტუაციას უკეთ იცნობენ. ის, რაც მე დავინახე, სააკაშვილმა მოუწოდა ასობით ათას ადამიანს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ და ნების გამოხატვისკენ, ხალხმა ეს არ გააკეთა. ჩემთვის ეს იყო სიგნალი, რომ სააკაშვილმა დაკარგა ის პოლიტიკური ძალაუფლება, რომელიც მას ქვეყანაში მანამდე ჰქონდა და იმ მომენტისთვის, მას არ შეეძლო ესაუბრა ხალხთან იმგვარად, როგორც მანამდე.
ახლა დიდი კითხვაა „ერთიან ნაციონალური მოძრაობასთან“ – რა არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომავალი? იქნება ის სააკაშვილთან ერთად, სააკაშვილის გვერდით თუ მის გარეშე. ჩემთვის ასევე საინტერესო იქნება, რა მოხდება ამ მიმართულებით“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
0
0