სააკაშვილმა მითხრა, რომ აქედან მხოლოდ გამარჯვებული გამოვა - თინა ბოკუჩავა
30/12/2021
20:48
პოლიტიკა
A-
+A
„მიხეილ სააკაშვილი არის ფიზიკურად სუსტად, მაგრამ ძალიან მხნედ და მითხრა, რომ იბრძოლებს ბოლომდე და რომ აქედან ის მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებული გამოვა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ რუსთავის N12 ციხეში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა უახლოეს დღეებში გავრცელდება.
„ის ასევე ძალიან ღელავს და სოლიდარობას უცხადებს მოშიმშილეებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან შიმშილობენ და უახლოეს დღეებში მიმართავს მათ, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა კონკრეტული გეგმით“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის წერილში იქნება მიმართვა მოშიმშილეებისადმი, პარტიის წევრებისადმი და წარმოდგენილი იქნება კონკრეტული სამოქმედო გეგმა.
0
0
679
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%