სააკაშვილმა 2009 წელს საქართველოში ისრაელიდან იარაღით უკანონო ვაჭრობის ერთ-ერთი „მამა“ ლეონიდ მინინი ჩამოიყვანა, ღარიბაშვილმა კი, NATO-ს სტანდარტების შესაბამისი ავტომატური შაშხანის საწარმო გახსნა - დავით ქართველიშვილი
28/10/2021
15:51
საზოგადოება
A-
+A
ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, საქართველოში NATO-ს სტანდარტების შესაბამისი ავტომატური შაშხანის საწარმოს გახსნას ეხმიანება და ერთმანეთს ირაკლი ღარიბაშვილს და მიხეილ სააკაშვილს ადარებს.
ქართველიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ისრაელიდან 2009 წელს იარაღის უკანონო ვაჭრობაში მხილებული ლეონიდ მინინი ჩამოიყვანა. ღარიბაშვილმა კი, საქართველოში NATO-ს სტანდარტების შესაბამისი ავტომატური შაშხანის საწარმო გახსნა.
„სააკაშვილი - რომელმაც 2009 წელს, მადლიერების ნიშნად, საქართველოში იარაღით უკანონო ვაჭრობის ერთ-ერთი „მამა“, ლეონიდ მინინი ჩამოიყვანა ისრაელიდან. ღარიბაშვილი - რომელმაც 2021 წელს ისრაელთან ერთად, საქართველოში NATO-ს სტანდარტების შესაბამისი ავტომატური შაშხანის მწარმოებელი საწარმო გახსნა. ამ ულტრათანამედროვე იარაღს Made in Georgia - წარწერა დაამშვენებს. სერიიდან: იპოვე ათი განსხვავება“, - წერს facebook-ზე დავით ქართველიშვილი.
0
0
478
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%