14/12/2022
10:23
სამართალი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების საკითხზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.
ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მოსამართლემ განკარგულება გასცა, მიხეილ სააკაშვილი პროცესს დისტანციურ რეჟიმში ჩაერთოს.
სხდომაზე იგეგმება მოწმეების, მათ შორის ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის დაკითხვა.
პროცესის პარალელურად, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციას გამართავენ.
დაცვის მხარემ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო დააყენა, რასაც საფუძვლად ცენტრ „ემპათიას“ ეგიდით, სამედიცინო ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნა დაედო.
0
0