14/12/2022
12:52
სამართალი
საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მომდევნო პროცესი 22 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.
ამის შესახებ მოსამართლე გიორგი არევაძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ერთი თვე აქვთ მოთხოვნილი პენიტენციური სამსახურს წარომადგენლებს და ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ამისთვის ერთი თვეა საჭირო. იმის გათვალისწინებით, რომ სამსჯელი გვაქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ვფიქრობ, ეს საკითხი გონივრულ ვადებაში უნდა იქნას განხილული და საბოლოო ჯამში გადაწყვეტილი. ამიტომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გთავაზობთ, მომდევნო სხდომა გაიმართოს 22 დეკემბერს 11:00 საათზე“, – აღნიშნა მოსამართლემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი გაიმართა. დაცვის მხარე მოითხოვდა, რომ პროცესს დისტანციურად დასწრებოდა მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ სასამართლო სხდომაზე წაიკითხა სპეციალური პენიტენციური სამსახურის წერილი, რომლის მიხედვითაც, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მსჯავრდებულ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა.
ამასთან, მოსამართლე გიორგი არევაძემ წაიკითხა „ვივამედიდან“ მიღებული წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ექიმი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს მიხელ სააკაშვილის ტრანსპორტირებას.
0
0