05/07/2023
23:39
მედიცინა
„მიხეილ სააკაშვილი როგორც პოლიტიკაშია მოვლენა, ეტყობა, ასეთივე მოვლენა არის სამედიცინო სფეროში, იმიტომ რომ, ამ მდგომარეობაში, ყოვლად წარმოუდგენელია, ეს კაცი რას უძლებს“, - ამის შესახებ ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ტყუილია, რომ მიხეილ სააკაშვილი ცუდად არ არის.
როგორც გიორგი ჩახუნაშვილი ამბობს, მისი აზრით, ექსპრეზიდენტს თავისი ინტელექტუალური პოტენციალი აძლევს გადარჩენის საშუალებას.
„მიშა ცუდად არის, მაგრამ ავხსნი, რატომ არის, ლეტალური გამოსავალი რომ არ დგება - ეს იქნება სამედიცინო შესწავლის შედეგი, მართლა უნიკალურია, მეც მიკვირს, როგორ არის, მაგრამ ავხსნი, რატომ არის ასე. მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორც პოლიტიკაშია მოვლენა, ეტყობა, ასეთივე მოვლენა არის სამედიცინო სფეროში, იმიტომ რომ, ამ მდგომარეობაში, ყოვლად წარმოუდგენელია, ეს კაცი რას უძლებს. მისი ჯანმრთელობა გადარჩება, ის კარგად იქნება, შემართებულია და ზუსტად ეს თავისი ინტელექტუალური პოტენციალი არჩენს მას. ეს არ არის უბრალო პიროვნება და უბრალო ავადმყოფი“, - განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024