02/10/2021
10:45
არჩევნები 2021
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, დღეს კიდევ ერთხელ არჩევანი გააკეთა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.
„იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში კიდევ რამდენიმე ხანი, ვიდრე ახალი თაობები ჩაგვანაცვლებენ, იყოს სტაბილურობა, იყოს მშვიდობა და მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევანი გავაკეთე, როგორც ჩემი არაერთი თანამემამულე გააკეთებს, მშვიდ პირობებში.
გუშინ ჩვენი სამართალდამცველების მიერ თავიდან იყო აცილებული უდიდესი პროვოკაცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც გეგმავდა სააკაშვილი. ის ჩამოდიოდა ქვეყნის გადასატრიალებლად, არეულობის მოსაწყობად და რაც მთავარია, ის ქვეყანაში შემოვიდა, როგორც მას სჩვევია, როგორც კურდღელი. ის იქნა დაკავებული, ის არის ნომერ მეთორმეტე დაწესებულებაში, სადაც მისი უფლებები და სამართლიანი სასამართლოს უფლებაც იქნება დაცული. ეს ჩვენ უფლებას გვაძლევს, რომ მშვიდ გარემოში, დღეს ყველანი ვმობილიზდეთ, ვიყოთ ორგანიზებული, გავაკეთოთ არჩევანი.
დღეს ჩვენ არჩევნებში აქტიურად მონაწილეობით ბეჭედს ვუსვამთ იმ წარსულს, რომელიც გუშინდელი დაკავების ფაქტით, დიდი იმედი მაქვს, რომ დასრულდა“, – განაცხადა წულუკიანმა.
0
0