02/12/2021
11:38
პოლიტიკა
როგორც უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მას ამ მხრივ არავითარი მოლოდინი არ გააჩნია.
„არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რადგან ეს არის მთლიანად პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. ამ პროცესს სხვა მნიშვნელობა და ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. დღეს მიხეილ სააკაშვილს პირადად მიეცემა საშუალება ისაუბროს უშუალოდ ამ საქმეზე და პირადად წარმოადგინოს ის არგუმენტები, რომელიც მთლიანად გააბათილებს იმ ნარატივს, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში საზოგადოებას პროკურატურა და სასამართლო აწვდიდა. ჩვენ ველოდებით მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას. ის ამ პროცესებზე იმიტომ კი არ დადის, რომ მოსამართლეებს და პროკურორებს მიმართოს, მიხეილ სააკაშვილი ამ პროცესებზე მოდის იმიტომ,რომ საზოგადოებას მიმართოს. საზოგადოებას განუმარტოს დეტალურად ყველა ის პუნქტი, რომელიც ამ საქმეში არსებობს და რომელსაც მას ბიძინა ივანიშვილის სასამართლო ედავება“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში იქნება, საპროტესტო აქციები მუდმივად გაიმართება.
„სულ რომ არ დავაანონსოთ აქ აქციები, ისედაც შეიკრიბებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, რადგან დღეს უმნიშვნელოვანესი პროცესი მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია, ის არის დღეს პუტინის პირადი ტყვე ქართულ ციხეში და ბუნებრივია, სასამართლოს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. აქციები, რა თქმა უნდა, იქნება მშვიდობიანი და არაძალადობრივი“,-განაცხადა უდუმაშვილმა.
0
0