02/04/2023
15:31
მედიცინა
“მიხეილ სააკაშვილთან შესული იყო ჩვენი კლინიკის მეორე ენდოკრინოლოგი. მისი რეკომენდაციების შესრულებასაც, რამდენადაც მე საქმის კურსში ვარ, ადგილი არ ჰქონია და ის კვლავაც აგრძელებს საკუთარი სურვილისამებრ შერჩეული პროდუქტების მიღებას”, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ ენდოკრინოლოგმა, სოფო მებუკემ განაცხადა.
„დღევანდელი დილის მონაცემებით ის იწონის 61.6 კილოგრამს. მთელი კვირის განმავლობაში ის იმყოფებოდა სახალხო კონსილიუმის მოლოდინში და ის კალორაჟი, რაც მას ჰქონდა დღიურ ფარგლებში 500-600, კიდევ უფრო შეამცირა და ბევრად ნაკლები გამოდიოდა. კალორიულ დეფიციტს აქვს ყოველდღიურად ადგილი. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. 64.2 კილოგრამი იყო ბოლო მონაცემებით და დღევანდელი დილის მონაცემებით არის 61.6 კილოგრამი“, - განაცხადა სოფო მებუკემ.
„ვივამედში“, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმი შევიდა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024