01/10/2021
11:29
პოლიტიკა
„რაც შეეხება სააკაშვილს, პირველი, სააკაშვილი საქართველოში არ არის. მეორე, ეს ადამიანი არის კლოუნი, ამას გეუბნებოდით გუშინ, მანამდეც და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა კიდევ ერთხელ. მესამე, ნეტავ, ყოფილიყო საქართველოში, ამ შემთხვევაში, სრულიად ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავდა, როგორი კლოუნია მიხეილ სააკაშვილი და ამით საბოლოოდ დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რომელიც ქართულ პოლიტიკაშია, მათ შორის პოლარიზაციის კუთხით. მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მისი ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში, ეს არის ის, რაც შემიძლია, თამამად გითხრათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია. ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა მორიგი ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
0
0