16/06/2023
12:01
კონფლიქტები
რუსულმა მხარემ საქართველოს საზღვარზე ზემო ლარსის საგუშაგოს რეკონსტრუქცია დაასრულა.
რუსეთის ტრანსპორტის სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (როსტრანსნადზორის) ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, საგუშაგოზე იმუშავებს 39 ზოლი, საიდანაც 15 სატვირთო ტრანსპორტისთვის არის გათვალისწინებული. უწყებაში აცხადებენ, რომ სატვირთო მანქანების გამტარუნარიანობა დღეში 1200-დან 1500 ავტომობილამდე გაიზრდება.
ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან დავიდოვმა მანამდე განაცხადა, რომ ზემო ლარსში მანქანების რიგის ლიკვიდაცია 22 ივნისამდე იგეგმება.
საქართველომ სარემონტო სამუშაოები ყაზბეგი-ზემო ლარსის საგუშაგოზეც ჩაატარა. მაისში გავრცელდა ინფორმაცია მანქანებისთვის გადასასვლელების ერთი თვით დაკეტვის შესახებ. მანქანები გადამისამართდნენ სატვირთო ზოლებზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყაზბეგი-ზემო ლარსის გავლით რუსეთში გასული ავტომობილების რაოდენობამ 73 548 შეადგინა, სატვირთო - 26 536, ავტობუსები - 1 510. საქართველოში რუსეთიდან შემოსული ავტომობილების რაოდენობამ იანვარ-მარტამდე შეადგინა 47 499, სატვირთო მანქანების რაოდენობამ - 31 831, ავტობუსებმა - 1441.
0
0