30/05/2022
11:34
მსოფლიო
„ახალ სატელიტურ სურათებზე ნაჩვენებია, თუ როგორ გადააქვს რუსულ გემს, სავარაუდოდ, უკრაინული ფერმებიდან მოპარული მარცვლეული. გემი სირიის პორტ ლატაკიაში ჩავიდა,“ - იუწყება CNN-ი.
სურათები მოწოდებულია Maxar Technologies-ის მიერ და მათზე ნაჩვენებია მარცვლეულით დატვრითული სატრანსპორტო ხომალდი Matros Pozynich-ი („მატროს პოზინიჩი“), რომელიც ლატაკიაში 27 მაისს ჩავიდა.
CNN-ის ცნობით, Matros Pozynich-ი ერთ-ერთი იმ სამ გემთაგანია, რომლებზეც, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, ყირიმის პორტში, სევასტოპოლში, მოპარული უკრაინული მარცვლეული იტვირთება. ხომალდი სევასტოპოლში უკანასკნელად 19 მაისს დაფიქსირდა, შემდეგ კი თურქეთის სანაპიროზე შეინიშნებოდა.
მანამდე კი, CNN-ი იუწყებოდა, რომ სატვირთო მანქანების კოლონები სამხრეთ უკრაინის ფერმებიდან და სილოსებიდან მოპარულ მარცვლეულს ყირიმში ზიდავდნენ. მიმდინარე თვის დასაწყისში, უკრაინის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა ოკუპირებული რაიონებიდან 400 000 ტონაზე მეტი ხორბლის ექსპორტი განახორციელეს.
0
0