11/08/2022
13:03
მსოფლიო
რუსულმა ძალებმა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქი „გრადებით“ დაბომბეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად ნიკოპოლში სამი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი - დაშავდა, მათ შორის 13 წლის ბავშვი.
დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, ოკუპანტებმა 120 რაკეტით ოლქის ოთხ რაიონზე მიიტანეს იერიში. დაბომბვის შედეგად ქალაქში 40-ზე მეტი მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა. „დაინგრა ხუთი ბინა. მაშველები ნანგრევებს ასუფთავებენ და ადამიანებს ეძებენ. დაზიანდა 3 სკოლა, რამდენიმე მაღაზია, ავტოფარეხი და ავტომობილი. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი, რის გამოც ნიკოპოლის 6000-ზე მეტი მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი“, - აღნიშნა რეზნიჩენკომ.
0
0