20/10/2024
10:45
მსოფლიო
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წუხელ ქვეყნის ტერიტორიაზე 110 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, დრონები განადგურდა კურსკის, ლიპეცკის, ორიოლის, ნიჟნი ნოვგოროდის, ბელგოროდის, ბრიანსკის და მოსკოვის ოლქებში.
„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 110 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“, - ნაქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, 43 კურსკის ოლქის ტერიტორიაზე გაანაიტრალეს, 27 - ლიპეცკის ოლქში, 18 - ორიოლში, 8 - ნიჟნი ნოვგოროდში, 7 დრონი ბელგოროდის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, 6 - ბრიანსკში და ერთი - მოსკოვის ოლქში.
ნიჟნი ნოვგოროდის გუბერნატორის, გლებ ნიკიტინის თქმით, ძერჟინსკის ინდუსტრიულ ზონაში უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ერთ-ერთი საწარმოს სახანძრო განყოფილების ოთხი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა და სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.
0
0