რუსული ჯარები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქებით იმუქრებიან - უკრაინული მედია
27/02/2022
19:09
ომი უკრაინაში
A-
+A
რუსმა ოკუპანტებმა წამოაყენეს ულტიმატუმი, იმუქრებოდნენ ჩერნობილის მნიშვნელოვანი ბირთვული ობიექტის დანაღმვით და აფეთქებით, - ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
„რუსმა სამხედროებმა წამოაყენეს ულტიმატუმი, იმუქრებიან ჩერნობილის მნიშვნელოვანი ატომური ობიექტის დანაღმვით და აფეთქებით. სანქციების თავიდან აცილების მიზნით, რუსეთი ამზადებს ისტორიებს იმის შესახებ, რომ იქ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა და უსაფრთხო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, უკრაინამ ორი დღის წინ დაკარგა კონტროლი ატომურ ელექტროსადგურზე. ასევე, მომატებულია რადიაციის დონეც.
„ეს მიუთითებს დამპყრობლების მიერ უსაფრთხოების სისტემების არასწორ გამოყენებაზე და მათ არ გააჩნიათ საჭირო ექსპერტიზა ბირთვული ობიექტების დასაცავად“, - აცხადებენ სპეციალისტები და ამბობენ, რომ მოსახლეობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.
0
0
392
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%