17/08/2022
20:43
მსოფლიო
რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ ობიექტების უსაფრთხოებას და ბირთვული ინციდენტის რისკს ზრდის, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
„მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ერთიანად გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთის არაპროვოცირებულ აგრესიას და ჩვენ ყველამ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რათა დავარწმუნოთ რუსეთი დაასრულოს ეს ომი“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა სერბეთის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ ობიექტების უსაფრთხოებას და ბირთვული ინციდენტის რისკს ზრდის. ეს საფრთხეს უქმნის უკრაინისა და მეზობელი ქვეყნების მოსახლეობასა და საერთაშორისო თანამეგობრობას. სასწრაფოდ უნდა დაუშვან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექცია და უზრუნველყონ რუსული ძალების გაყვანა“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
0
0
ყველა წარმატება თავის მპტყუებაა- ლაშა ბუღაძე
17/11/2024
ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა
17/11/2024