10/05/2023
15:14
ეკონომიკა
რუსული ავიახაზები ემზადებიან საქართველოს მიმართულებით ფრენების აღსადგენად, კვირაში 7 პირდაპირ რეისს განახორციელებენ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით და უკან, სამამულო წარმოების თვითმფრინავებით - განუცხადეს „რია ნოვოსტის“ რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს პრესსამსახურში.
„ამჟამად გადამზიდავები ემზადებიან ფრენების აღსადგენად. რუსული ავიახაზები კვირაში 7 პირდაპირ რეისს განახორციელებენ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით და უკან. ფრენები განხორციელდება შიდა წარმოების თვითმფრინავებით“ - ნათქვამია ანგარიშში.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ოთხშაბათს გამოქვეყნებული ბრძანებულების თანახმად, რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან სავიზო რეჟიმს 15 მაისიდან აუქმებს.
კიდევ ერთი დადგენილება უხსნის აკრძალვას რუსულ ავიახაზებს ქვეყანაში ფრენისა და ტურების გაყიდვას.
0
0