13/12/2021
16:44
მსოფლიო
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სერპუხოვის სკოლის კურსდამთავრებულმა 18 წლის მამაკაცმა თავის აფეთქება სცადა. გავრცელებული ინფორმაციით, ის გადარჩა. დაშავებულებს შორის 15 წლის მოზარდია. ბავშვები მოსკოვის ოლქის საავადმყოფოებში არიან მოთავსებული. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი, მძიმე მდგომარეობით, საავადმყოფოში იმყოფება. მისი ვინაობა ცნობილი არ არის. წინასწარი მონაცემებით, დანაშაულის მოტივი სკოლის მასწავლებლებისა და მონაზვნების მიმართ კურსდამთავრებულის სიძულვილი იყო. ის თავდასხმას დილის ლოცვის დროს გეგმავდა, მაგრამ ხელნაკეთი ბომბი მონასტრის შესასვლელთან აფეთქდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
ვლადიჩნი ვვედენსკის მონასტერი სერპუხოვში (მოსკოვის სამხრეთით, დაახლოებით 100 კილომეტრში) 1360 წელს დაარსდა. გიმნაზიაში 7-დან 16 წლამდე ბავშვებს ასწავლიან.
უკანასკნელ წლებში, რუსეთში, მოზარდების მიერ რელიგიურ დაწესებულებებზე ტერაქტის განხორციელების შემთხვევები გაიზარდა. მიმდინარე წლის სექტემბერში, ურალის ქალაქ პერმში, უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტმა ექვსი ადამიანი მოკლა და ათობით დაჭრა. მაისში, 19 წლის ახალგაზრდამ ცეცხლი გახსნა ყაზანის ცენტრალურ ქალაქში მდებარე თავისსავე ძველ სკოლაში, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა.
0
0