17/04/2022
11:36
მსოფლიო
ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე რუსმა დამპყრობლებმა უკრაინაში 202 ბავშვი მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში დაიღუპა 202 ბავშვი და დაშავდა 361-ზე მეტი“, - ნათქვამია განცხადებაში.
გენერალურ პროკურატურაში განმარტავენ, რომ ეს მონაცემები არ არის საბოლოო, რადგან მიმდინარეობს მუშაობა აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.
მიღებული მონაცემებით, ყველაზე მეტად დაზარალდნენ ბავშვები შემდეგ რეგიონებში: დონეცკის რეგიონში - 117, კიევში - 106, ხარკოვში - 89, ჩერნიგოვს - 54, ხერსონში - 41, ნიკოლაევში - 40, ლუგანსკში - 36, ზაპოროჟიეში - 23, სუმი - 16, ჟიტომირი - 15.
0
0