08/12/2022
08:49
სამართალი
რუსთავის ერთ-ერთი სკოლის ინფორმატიკის მასწავლებელს, რომელსაც 4 მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას ედავებოდნენ, სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დაკავებულის ადვოკარტის ინფორმაციით, 51 წლის მამაკაცი 2 ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენაში გამართლდა, ორი მე-6 კლასელი ბავშვის მიმართ დანაშაულის ჩადენაში კი გამტყუნდა. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.
51 წლის პედაგოგს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ბრალი წარდგენილი აქვს ასევე სკოლის დირექტორს, ირმა იჩქითიძეს და მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. სასამართლო სხდომა 14 დეკემბერს გაიმართება.
სასამართლო პროცესსა და წარდგენილ ბრალდებებს ამავე სკოლის წარმომადგენლები სოციალური ქსელით გამოეხმაურნენ. როგორც ისინი წერენ, პედაგოგების ნაწილს ბრალდებების არ სჯერა და თანადგომას უცხადებენ როგორც ინფორმატიკის მასწავლებელს, ისე დირექტორს.
0
0
როგორი ამინდი იქნება კვირას საქართველოში
17/11/2024