რუსთავის საზოგადოება არ არის ის საზოგადოება, რომელიც ვერ გაარჩევს, რა არის თაღლითობა და რატომ არ შეიძლება, ბადრი ჯაფარიძის მსგავსი განაჩენის ადამიანი პარლამენტში იმყოფებოდეს - გია ვოლსკი
16/02/2022
13:16
პოლიტიკა
A-
+A
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის მოსაზრებით, ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას რუსთავის ამომრჩეველი ნდობას არ გამოუცხადებს.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, რომ ადგილი ჰქონდა თაღლითობას, ბადრი ჯაფარიძე თაღლითობაში იყო ბრალდებული, რაც კონკრეტული ფაქტებით დადასტურდა.
„მისი და მისი მეგობრების მხრიდან განმარტება ან დასტური, რომ გამართლება აქვს ამხელა თანხის გამოტანას და გაქრობას, ვერ მოვისმინეთ. არც რუსთავის საზოგადოებაა ამ საკითხებში გაურკვეველი. ვფიქრობ, რომ ბადრი ჯაფარიძის ამ გზით დაბრუნება პარლამენტში არ შედგება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
0
0
288
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%