11/01/2024
11:46
კონფლიქტები
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოკუპირებულ აფხაზეთში „ანტიტერორისტული წვრთნა“ ჩაატარა.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზეა ნათქვამი, აფხაზეთში მდებარე სამხრეთ სამხედრო ოლქის სამხედრო ბაზაზე „ჩატარდა სწავლება იმიტირებული უკანონო შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმის მოსაგერიებლად“.
„პერსონალს მიეცა სხვადასხვა დავალებები, რომლებიც უნდა შეესრულებინათ საბრძოლოსთან მიახლოებულ პირობებში. განგაშის სიგნალის შემდეგ, ანტიტერორისტული დანაყოფები გადავიდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც იმიტირებული მტერი იმყოფებოდა, რომელიც სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდა. რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული სიტუაციის შესაქმნელად, სამხედრო მოსამსახურეებმა გამოიყენეს ცარიელი ვაზნები, კვამლის ბომბები და იმიტირებული ყუმბარები“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყება ირწმუნება, რომ ქვედანაყოფის პერსონალმა „შეიმუშავა ტერორისტული ჯგუფის დაბლოკვის მოქმედებების კოორდინაცია, გადაწყვეტილების მიღების უნარები საგანგებო სიტუაციებში და დაზვერვას, კომუნიკაციასა და სათვალთვალო აღჭურვილობას დაეუფლა“.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტაქტიკას ბლოკირებისას, ასევე მცირე ჯგუფებში ფარულ მოძრაობას“, - ნათქვამია პრესრელიზში.
0
0