რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში Google-ი, YouTube-ი და Viber-ი აკრძალეს
23/07/2022
10:31
მსოფლიო
A-
+A
ხერსონის ოლქში, რომლის თითქმის მთელი ტერიტორია რუსეთის საოკუპაციო ჯარების კონტროლის ქვეშაა, საძიებო სისტემა Google-ზე წვდომა შეიძღუდა. ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელმა, კირილ სტრემოუსოვმა განაცხადა.
„ჩემი მოთხოვნით საძიებო სისტემა Google-ი გათიშულია, ისევე როგორც YouTube-ი და Viber-ი. უკრაინის ხელისუფლება და მათი ამერიკელი კურატორები ამ სოციალურ ქსელებს იყენებენ როგორც ინფორმაციული ტერორიზმის ელემენტებს“, - აცხადებს სტრემოუსოვი.
მანამდე Google-ი დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკებშიც“ აიკრძალა.
0
0
415
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%