24/07/2022
16:53
მსოფლიო
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან, რუსმა ოკუპანტებმა სულ მცირე 18 მედიკოსი მოკლეს, 50-ზე მეტს კი სხვადასხვა სახის ჭრილობები მიაყენეს. ინფორმაციას უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან, რუსმა ოკუპანტებმა სულ მცირე 18 მედიკოსი მოკლეს, 50-ზე მეტს კი სხვადასხვა სახის ჭრილობები მიაყენეს. ინფორმაციას უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აგრესორების მიერ დაბომბვის შედეგად, ჯანდაცვის სისტემის 123 ობიექტი აღდგენას აღარ ექვემდებარება.
"24 თებერვლიდან ტერორისტულმა ქვეყანამ მინიმუმ 18 სამედიცინო მუშაკი მოკლა, 50-ზე მეტი დაშავდა. ჯანდაცვის სისტემის 123 ობიექტის აღდგენა შეუძლებელია, 746-ის აღსადგენად შესაბამისი სამუშაოების ჩატარებაა საჭირო. მონაცემები თითქმის ყოველდღე იცვლება", - აცხადებენ სამინისტროში.
მათივე თქმით, სამედიცინო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული განადგურების მიუხედავად, ჯანდაცვის სისტემა მუშაობას აგრძელებს. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტები სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაჰყავთ.
"უკრაინელების საზღვარგარეთ სამკურნალოდ ყოველ კვირას საშუალოდ 4 საევაკუაციო რეისი სრულდება. ამჟამად 17 ქვეყანა იღებს უკრაინელებს საუკეთესო სპეციალიზებულ კლინიკებში. საზღვარგარეთ სულ 1 274 უკრაინელი გაიგზავნა", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024