12/02/2022
11:18
მსოფლიო
- ამის შესახებ ინფორმაციას რია ნოვოსტი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინის მოქალაქეების განცხადებების მიხედვით, უკრაინაში რუსმა დიპლომატებმა და საკონსულო თანამშრომლებმა დაიწყეს რუსეთში გამგზავრება. ამას განსაკუთრებით მოწმობს ის სირთულეები, რომლებიც წარმოიშვა საკონსულოსა და საელჩოში შეხვედრის დროს“, - აცხადებს წყარო.
წყაროს თქმით, დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის მიერ ოფიციალურად გამოცხადებული ევაკუაციის ფონზე, ეს მიგვითითებს იმაზე, რომ მოსკოვმა გადაწყვიტა იგივე გზით წავიდეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ლავროვისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ტრასის შეხვედრა 10 თებერვალს შედგა. მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოსკოვი უყურებს დასავლეთის ქვეყნების ქმედებებს და, შესაძლოა, რუსეთის დიპლომატიური ინსტიტუტების წარმომადგენლებს ურჩიოს სახლში წასვლა.
0
0