12/03/2022
19:32
მსოფლიო
ვიდეომიმართვაში, რომელიც 11 მარტს “ტვიტერზე”, ოქსიმორონის პირად გვერდზე გამოქვეყნდა, რეპერი კვლავ მწვავედ აკრიტიკებს რუსეთის აგრესიას და ამბობს, რომ კონცერტებიდან შემოსული თანხა უკრაინელ ლტოლვილებს გადაერიცხებათ.
“ეს ომი ჰუმანიტარულ კატასტროფად გადაიქცა: საცხოვრებელი კვარტლები იბომბება და უკვე 2 მილიონზე მეტი ლტოლვილია უკრაინიდან. მე და ჩემს გუნდს გვინდა, დავეხმაროთ [მათ] ისე, როგორც შეგვიძლია.
ამიტომ, ამ კონცერტების მთელი შემოსავალი გადაეცემათ ლტოლვილებს, რომლებიც ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, უკრაინას ტოვებენ და პოლონეთის საზღვარს კვეთენ”, — დასძენს ის.
ოქსიმორონის თქმით, კონცერტი გადაიცემა Instagram-ზე, Twich-სა და Youtube-ზეც. უკანასკნელ ორ პლატფორმაზე მსურველებს საშუალება ექნებათ, თანხა გადარიცხონ ლტოლვილთა დასახმარებლად.
0
0