11/03/2023
12:40
კულტურა
ცნობილი რუსი მსახიობი, ჩულპან ხამატოვა საქართველოშია. მსახიობი რუსულ დრამატულ თეატრში იმუშავებს, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
47 წლის მსახიობი უკვე წელიწადზე მეტია საზღვარგარეთ ცხოვრობს. ჩულპან ხამატოვა ლატვიაში “მარცხის” შემდეგ, თბილისში გამოჩნდა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, დაგეგმილი იყო, რომ მსახიობი მთავარ როლს შეასრულებდა სპექტაკლში - “ცუდი გზები”, რომელიც დონბასში 2014 წლის მოვლენებს მიეძღვნა. თუმცა, პიესის ავტორმა, ნატალია ვოროჟბიტისმა აკრძალა რუსეთიდან ჩამოსული მსახიობების მონაწილეობა მის სპექტაკლებში.
მედია წერს, რომ ამ წინააღმდეგობების პარალელურად, ხამატოვამ გადაწყვიტა ეთამაშა და ეძია სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებშიც.
“8 მარტს ის საქართველოში ჩავიდა და მოლაპარაკება გამართა თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის ხელმძღვანელთან, ნიკოლაი სვენტიცკისთან. ჩულპანის ქართველ პარტნიორებთან შესაძლო თანამშრომლობის დეტალები ჯერ არ სახელდება. ინტერნეტში გამოჩნდა ხამატოვას და სვენტიცკის ფოტოც,” - აღნიშნავს რუსული მედია.
ცნობისთვის, ჩულპან ხამატოვამ რუსეთი 2022 წლის თებერვალში დატოვა.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024