28/02/2024
13:07
კონფლიქტები
აფხაზური ღვინო რუსებისთვის შესაძლოა გაძვირდეს, „რესპუბლიკისთვის“ მიწოდებულ ღვინის მასალებზე აქციზის გაზრდის გამო. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ შპს Wines and Waters of Abkhazia-ის მთავარმა მეღვინე ვალერი ავიძბამ განუცხადა.
აფხაზეთიდან რუსეთში ღვინის უმსხვილესმა მიმწოდებელმა შპს Wines and Waters of Abkhazia-მა, რომელიც აწარმოებს „ლიხნის“, „ფსოუს“, „აფსნისა“ და „ჩეგემს“, მუშაობა ერთი თვის წინ შეწყვიტა.
„ამჟამად რუსეთის ბაზარი ყიდის წინა მარაგის ნარჩენებს, მაგრამ ამჟამად მეღვინეობა ერთი თვეა გაჩერებულია. ეს გამოწვეულია რესპუბლიკაში შემოტანილ ღვინის მასალებზე აქციზის 30 პროცენტით გაზრდით. ახლა, უკვე, ჩვენ ველოდებით გადაწყვეტილებას ამ აქციზის გაუქმების შესახებ, მაგრამ აფხაზური ღვინის ღირებულება რუსეთში "დიდი ალბათობით გაიზრდება", - განაცხადა ავიძბამ და არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს რუსებისთვის ღვინის ღირებულება.
მისივე თქმით, ბოთლებზე და საცობებზე, რომლებსაც ღვინის ქარხანა საზღვარგარეთ ყიდულობს, ფასები იზრდება. საცობებს ვყიდულობთ პორტუგალიაში, ბოთლებს რუსეთში. მათი ღირებულება მუდმივად იზრდება. შესაბამისად, იზრდება საბოლოო პროდუქტის ღირებულება“, - აღნიშნა მეღვინემ.
მან ასევე თქვა, რომ „ჩვენმა დისტრიბუტორებმა თქვეს, რომ თუ ფასებს გავზრდით, საქონელს ვერ გაყიდიან და ამიტომ ჩვენ შევაჩერეთ საქმიანობა“.
ავიძბამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება წარმოების შეჩერების შესახებ დროებითია. აფხაზი მეღვინეები აქციზის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს 10 დღეში ელოდებიან.
0
0