რუსეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი FLiRT-ი 178 ადამიანს დაუდასტურდა - რა სიმპტომები აქვს ახალ შტამს?
22/05/2024
14:26
მედიცინა
A-
+A
რუსეთის ფედერაციაში, კოვიდ 19-ის ახალი შტამი FLiRT-ი 178 ადამიანს დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია როსპოტრებნადზორზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გამოვლინდა FLiRT-ის ახალი ვარიანტების 178 შემთხვევა, მათ შორის KP.2, KP.1.1 და KS.1. ახალი ქვეშტამები არ წარმოადგენენ იმაზე დიდ საფრთხეს, როგორც თავდაპირველი ვარიანტები“, - აცხადებენ „როსპოტრებნადზორში“.
FLiRT-ის სიმპტომები ომიკრონის ვარიანტის მსგავსია.
მას ახასიათებს ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი, სისუსტე, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გემოვნების/ყნოსვის დაკარგვა.
„როსპოტრებნადზორმა“ ქვეყანაში COVID 19-ის შემთხვევების დაფიქსირებულ ზრდას „პროგნოზირებადი“ უწოდა.
0
0
330
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%