რუსეთში ალა პუგაჩოვას სიმღერები აკრძალეს
06/10/2022
13:34
მსოფლიო
A-
+A
რუსულმა რადიოსადგურებმა რუსეთის პოპვარსკვლავის ალა პუგაჩოვას სიმღერები ეთერიდან მოხსნეს. ინფორმაცია ჟურნალისტებს მოსკოვის რადიოსადგურის ერთ-ერთმა წყარომ დაუდასტურა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
წყარო აცხადებს, რომ პუგაჩოვას სიმღერების ეთერიდან მოხსნა უმეტესწილად მის პოლიტიკურ განცხადებებს უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ პუგაჩოვა და მისი მეუღლე შოუმენი მაქსიმ გალკინი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას ღიად დაუპირისპირდნენ.
ამასთან, რუსული მედია წერს, რომ ვარსკვლავს „სპეცოპერაციის“ შესახებ აზრის გამოთქმის არასოდეს ეშინოდა და არც ერიდებოდა.
ალა პუგაჩოვამ კრიტიკოსებს განცხადებით უპასუხა და ასე მიმართა: „ადრე ყმები იყავით, ახლა მონები გახდით“.
0
0
320
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%