10/08/2022
10:58
მსოფლიო
მტერი დონეცკი-პესკის მიმართულებით შეტევის განახლებას ცდილობს, ბრძოლა გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტებმა არტილერიითა და ტანკებით დაბომბეს კონსტანტინოვკას, ბახმუტის, ივანო-დარიევკას, პოკროვსკოეს, ზაიცევოეს, კოდემას, კურდიუმოვკას, სოლედარის, იაკოვლევკასა და ვერშინას დასახლებების ტერიტორიები, საჰაერო დარტყმები განხორციელდა სპორნოეს, სოლედარის, ბახმუტის, ზაიცევოისა და ვერშინას მახლობლად.
"მტერი ცდილობდა თავდასხმის ოპერაციების ჩატარებას ნოვოლუგანსკოე-სპორნოეს, ვლადიმიროვკა - იაკოვლევკას, სტრიაპოვკა - სოლედარის რაიონებში, თუმცა უშედეგოდ და უკან დაიხიეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
გენშტაბში აცხადებენ, რომ ავდიივკას მიმართულებით, დაბომბვა დაფიქსირდა მარინკას, ავდიივკას, პესკოვის, პერვომაისკის, ნეველსკოეს, პეტროვსკის, ნეტაილოვისა და კრასნოგოროვკის მახლობლად.
"მტერი ცდილობს განაახლოს შეტევა დონეცკი-პესკის მიმართულებით, ბრძოლა გრძელდება. მტერი უტევდა მინერალნოე - ავდიივკას და სპარტაკ - ავდიივკას მიმართულებებს. მან წარმატებას ვერ მიაღწია, დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია", - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
ამასთან, ნოვოპავლოვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებით ოკუპანტებმა ტანკებიდან, ქვემეხებიდან და სარაკეტო არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნეს კოსტიანტინოპოლსკეს, ნოვომიხაილოვკას, მალაია ტოკმაჩკას, ველიკომიხაილოვკას, პავლოვკას და სხვა დასახლებებს. საჰაერო დარტყმები განხორციელდა პავლოვკას, უგლედარსა და ნოვოსელკას მახლობლად.
0
0