რუსეთმა ხერსონის ორი ქალაქი დაიპყრო და 100-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა
24/02/2022
18:22
კონფლიქტები
A-
+A
თავდაცვის სტრატეგიების ცენტრმა 24 თებერვალს, 14:00 საათისთვის გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა უკვე დაკარგა 7 თვითმფრინავი, 4 ვერტმფრენი, 10-ზე მეტი ჯავშანმანქანა, 100-მდე პირადი შემადგენლობა, მაგრამ აიღო ხერსონის ორი ქალაქი.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა pravda ავრცელებს.
ამასთან, მედიასაშუალება წერს, რომ ხარკოვი ამჟამად აგრესორისთვის მთავარი აქცენტია.
„მტერმა დაიპყრო გენიჩესკი და ნოვა კახოვკა. რუსული ჯარების მიერ ხერსონში დნეპრზე გადასასვლელი ხიდის აღების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. დაზიანდა როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის მაღლივი შენობები. ამავდროულად აგრესორი ცდილობს პანიკის გაღვივებას და უკრაინის დათმობაზე წამოყვანას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მედიასაშუალების ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გარემოს დაცვის ზონაში პირველი რუსი სამხედროები დააკავეს.
0
0
511
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%