01/10/2022
10:59
მსოფლიო
რუსეთმა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში „რეფერენდუმების“ დაგმობის შესახებ.
ინიციატივის ავტორები აშშ და ალბანეთი იყვნენ. დოკუმენტი ითვალისწინებდა ე.წ. უკანონო რეფერენდუმების ორგანიზების დაგმობას და აღნიშნავდა, რომ მათ არ აქვთ იურიდიული ძალა. გარდა ამისა, რეზოლუცია შეიცავდა მოწოდებას უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანისკენ.
რეზოლუციის პროექტის მომხრე ათი ქვეყანა იყო (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ალბანეთი, განა, ირლანდია, კენია, მექსიკა, ნორვეგია, არაბთა გაერთიანებული საამიროები), ოთხმა კი (ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, გაბონი) თავი შეიკავა.
კრემლში გამართულ ცერემონიაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსიას მოაწერა ხელი.
0
0
ჰამასის ლიდერები თურქეთში გადავიდნენ - მედია
18/11/2024