12/06/2024
13:11
სამართალი
მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველ მოხალისე ქალს, რუსუდან ივანეიშვილს. მას ბრალად ედება "შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობა".
როგორც რუსული მედია წერს, 1995 წელს დაბადებული რუსუდან ივანეიშვილი, რომელიც იმერეთიდან, ტყიბულის მუნიციპალიტეტიდანაა, საქართველოს თავდაცვის ძალებში ირიცხებოდა და 2016 წელს მონაწილეობდა ავღანეთში NATO-ს ოპერაცია "გადამწყვეტ მხარდაჭერაში". რუსული მედია ირწმუნება, რომ 2022 წელს ივანეიშვილი ქართულ ლეგიონში გაწევრიანდა, თუმცა მოხალისე ქალისა და მისი ქმრის, გელა ბეგლარაშვილის გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ცოლ-ქმარი უკრაინის სახმელეთო ძალების 128-ე სამთო მოიერიშე ბრიგადის მე-15 ქვეითთა ბატალიონის რიგებში იბრძვიან.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ქართველი მოხალისე ცოლ-ქმარი, რუსუდან ივანეიშვილი და გელა ბეგლარაშვილი ფრონტის ხაზიდან საკუთარ ვიდეოებს ავრცელებდნენ.
0
0