21/10/2024
15:48
საზოგადოება
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისე რუსუდან ივანეიშვილს 13-წლიან პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.
"საგამოძიებო კომიტეტის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები სასამართლომ საკმარისად მიიჩნია იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქე რუსუდან ივანეიშვილისთვის დაუსწრებლად განაჩენი გამოეტანა. ის შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობაშია დამნაშავე". – წერია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
მიმდინარე წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ივანეიშვილი დაუსწრებლად დააკავა. დღეს ცნობილი გახდა მისი განაჩენი.
დაუსწრებლად ძებნილად გამოცხადება, დაკავება, გასამართლება და განაჩენის გამოტანა რუსეთში მიღებული პრაქტიკაა, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული რეალურად დაკავებული არ არის და ხშირ შემთხვევაში სხვა ქვეყანაში იმყოფება.
როგორც რუსული მედია წერს, 1995 წელს დაბადებული რუსუდან ივანეიშვილი, რომელიც იმერეთიდან, ტყიბულის მუნიციპალიტეტიდანაა, საქართველოს თავდაცვის ძალებში ირიცხებოდა და 2016 წელს მონაწილეობდა ავღანეთში NATO-ს ოპერაცია "გადამწყვეტ მხარდაჭერაში".
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ქართველი მოხალისე ცოლ-ქმარი, რუსუდან ივანეიშვილი და გელა ბეგლარაშვილი ფრონტის ხაზიდან საკუთარ ვიდეოებს ავრცელებდნენ.
0
0