03/12/2022
21:48
ეკონომიკა
რუსეთმა მინიმუმ მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის უკრაინული მარცვლეული მოიპარა.
ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg NASA-ს კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ კვლევა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ჩატარდა, რომელმაც სატელიტური გამოსახულებები გააანალიზა და დაადგინა სად იყო ხორბლის მოსავალი აღებული.
ხორბლის თითქმის 6 მილიონი ტონა აღებული იყო უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
გამოცემის თანახმად, ამ მომენტისთვის გაუგებარია რა მოუვიდა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღებულ უკრაინულ მარცვლეულს.
კვლევამ ასევე არ მოიცვა მარცვლეული და სხვა სურსათი, რომელიც საცავებში ინახებოდა.
„NASA-ს გუნდმა დაითვალა, რომ წელს უკრაინაში ფერმერებმა ხორბლის 26.6 მილიონი ტონა აიღეს, რაც რამდენიმე მილიონი ტონით აღემატება ძირითად პროგნოზებს”, - წერს გამოცემა.
წყარო: ipn.ge
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024