17/01/2023
14:36
კონფლიქტები
რუსეთისა და საქართველოს საზღვარზე დსთ-ს ერთ-ერთი ქვეყნის მცხოვრები, 28 წლის პირი დააკავეს. როგორც ჩრდილოეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის პრესსამსახურში განაცხადეს, ის ეჭვმიტანილია უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ინფორმაციას „ეკო კავკაზა“ ავრცელებს.
შეტყობინებაში არ არის მითითებული, რომელი ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული. ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ რომელი მიმართულებით გადაკვეთა ზემო ლარსის საგუშაგო.
სააგენტოს ცნობით, დაკავების შემდეგ, „მამაკაცმაწარმოადგინა თავის მობილურ მოწყობილობაში შენახული ტელეგრამის მესენჯერში არსებული მიმოწერა, რომლის შინაარსიდან გამომდინარეობდა, რომ ის უკრაინულ მხარეს გადასცემდა ინფორმაციას სამხედრო ტექნიკის ადგილმდებარეობის შესახებ. ის საკონტაქტო პირსა რუსეთის შეიარაღებული ძალების ფოტოებსა და ვიდეოებს უგზავნიდა“.
0
0