რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა ყაზახეთში სამშვიდობო კონტინგენტის შეყვანა დაიწყო
06/01/2022
11:56
მსოფლიო
A-
+A
კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციის მოწინავე ქვედანაყოფები ყაზახეთში მისიის შესრულებას შეუდგნენ.
„ამჟამად, სამშვიდობო კონტინგენტის რუსული ნაწილი ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის თვითმფრინავებით მოწინავე კონტინგენტის გადასროლა დაიწყო", - ნათქვამია კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციის სამდივნოს განცხადებაში.
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა ოთხშაბათს საღამოს განაცხადა, რომ კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს მიმართა „ტერორისტული საფრთხის გადალახვაში“ დახმარების თხოვნით.
კოლექტიური სამშვიდობო ძალების გადასროლა შეზღუდული ვადითაა განსაზღვრული. რუსი სამხედროების გარდა, მასში კიდევ ოთხი ქვეყნის - ბელარუსის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები იქნებიან.
0
0
458
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%