რუსეთმა დონბასელ სეპარატისტებს ტანკები, დრონები და იარაღი გაუგზავნა - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო
05/02/2022
12:17
მსოფლიო
A-
+A
რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ სეპარატისტებს სარკინიგზო გზით, ფარულად იარაღი, ტანკები, სამხედრო მანქანები, დრონები, სამხედრო აღჭურვილობა და 9 000 ტონა საწვავი გაუგზავნა,
- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სარდლობა აგრძელებს ლოგისტიკურ მხარდაჭერას რუსული ჯარების ოპერატიული დაჯგუფებისთვის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. კერძოდ, იანვარში ოკუპანტებმა ფარულად შემოიტანეს 9 000 ტონამდე საწვავი, ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების რამდენიმე ერთეული, საზენიტო იარაღი, რუსული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები, იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის საარტილერიო სისტემები და ნაღმტყორცნები“, - აღნიშნულია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის განცხადებაში.
0
0
417
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%