01/03/2024
11:12
ეკონომიკა
რუსეთი დღეიდან ბენზინის ექსპორტს კრძალავს. აკრძალვა 6 თვე იმოქმედებს და ის საქართველოსაც შეეხება. შესაბამისი დადგენილებმა რუსეთის პრემიერმინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა დაამტკიცა.
ვიცე-პრემიერმა მიშუსტინისთვის 21 თებერვალს მიწერილ წერილში ახსნა ბენზინის ექსპორტის აკრძალვის აუცილებლობა საგაზაფხულო საველე სამუშაოების გამო საწვავზე მოთხოვნის გაზრდით, გადამამუშავებელ ქარხნებში დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებისა და ზაფხულის არდადეგებით.
"იმისთვის, რომ ნავთობპროდუქტებზე ნაჩქარევი მოთხოვნილება შემცირდეს, საჭიროა ზომების მიღება ნავთობპროდუქტების შიდა ბაზარზე ფასების სტაბილიზაციისთვის", - აღნიშნა მან.
ექსპორტის დროებითი აკრძალვა არ შეეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში, მონღოლეთსა და უზბეკეთს.
ამას გარდა, რუსეთმა შესაძლოა ნავთობკომპანიებს მოსთხოვოს, რომ საფონდო ბირჟაზე დიზელის საწვავის გაყიდვები მთლიანი წარმოების 16%-მდე გაზარდონ. მისი ნორმა ამ დროისთვის 12,5%-ია.
ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვა საქართველოში ბენზინს დაახლოებით 20 თეთრით გააძვირებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი საქართველოსთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია. ოკუპანტი ქვეყნისგან საქართველო 60%-ზე მეტ საწვავს ყიდულობს.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024