03/10/2023
11:20
კონფლიქტები
რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის ერთიანმა ოპერატორმა Inter RAO-მ ჩინეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე ნაწილობრივი შეზღუდვები შემოიღო. ამის შესახებ „ვედომოსტის“ კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა.
ამავდროულად, Inter RAO განაგრძობს ელექტროენერგიის მიწოდებას მონღოლეთისთვის, რადგან ხელისუფლება დათანხმდა ფასის გაზრდას - აღნიშნა მან.
28 სექტემბერს Inter RAO-ს წარმომადგენელმა ალექსანდრა პანინამ განაცხადა, რომ 1 ოქტომბრიდან კომპანია მზად არის შეზღუდოს, ან მთლიანად შეაჩეროს მიწოდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებს გარეთ - ჩინეთში, მონღოლეთში, აზერბაიჯანსა და თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში. მისი თქმით, კომპანიამ კონტრაქტორებს გაუგზავნა წინადადება ელექტროენერგიის ფასის 7%-ით გაზრდის შესახებ რუსეთის მთავრობის მიერ შემოღებული საექსპორტო გადასახადების გამო.
დათანხმდა თუ არა „სამხრეთ ოსეთის“ დეფაქტო ხელისუფლება ფასების ზრდას, უცნობია. რუსეთი ცხინვალისთვის ელექტროენერგიის ერთადერთი წყაროა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024